აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებულ პირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა შეეძლებათ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მათ ვინც ვაქცინირებულები იქნებიან კორონავირუსის ტესტისა და კარანტინის გავლის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობა ეძლევათ.
„თუ ვაქცინირებული ხარ, რისკი დაბალია“ – ამბობს CDC-ის დირექტორის, როშელ ვალენსკი.
ცენტრის განმარტებით, ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება, როცა მას ვაქცინის ბოლო ანუ მეორე დოზაც გაკეთებული აქვს.