ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის პროცესის შესახებ საუბრობს.
ტიკარაძე ჩინურ ვაქცინებსა და კორონავირუსის ახალ შტაბემზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ვერ იცავს მოქალაქეებს „დელტას შტამისგან“, სრულყოფილი არ არის, რადგან მეცნიერებს კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ.
ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იარაღია ვირუსის დამარცხებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, რათა დაცული იყოს. ასევე, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებასა და ყველა იმ რეგულაციის დაცვას, რომელიც მეცნიერების, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ინფექციის პირველი დღიდან იყო მოწოდებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.











