ორდღიან უხვ ნალექს პრობლემები მოჰყვა იმერეთის რეგიონში.
პრობლემებია სამტრედიის, წყალტუბოს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები. მოსახლეობის თქმით, ზარალი დიდია, პრობლემა გაუწმინდავმა არხებმა გამოიწვია. მოსახლეობა ამბობს, რომ არხების გაწმენდა არაერთხელ ითხოვეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მოხდება არხების გაწმენდა და ზარალის დათვლა.
ავტორი: კესო მოლაშხია











