კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მამაკაცი დაშავდა.
მას ძლიერი ქარის შედეგად გადახდილი სახლის სახურავიდან, ხის ნამტვრევი დაეცა.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სტიქიის შედეგად, სოფელ კონდოლში რამდენიმე ათეულ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. სეტყვამ გაანადგურა ვენახები და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.
ქალაქ თელავს მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი. მუნიციპალიტეტის გარკვეულ ნაწილში, შეწყვეტილი იყო ელექტრო – ენერგიის მიწოდებაც.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა, დღეს, დილიდან დაიწყება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











