ქალაქ მარნეულში დღეს დილით სტიქიის შედეგად აღმაშენებლის და ვაჟა-ფშაველას ქუჩები დაიტბორა. მოსახლეობას დაეხოცა შინაური ფრინველები, ასევე განადგურდა საკარმიდამო და სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები.
„დილას მოხდა ეს ამბავი, ყველაფერი გაგვინადგურდა. დაიტბორა სახლის პირველი სართული. ნაკვეთებზე პატარა ბოსტნები გვქონდა სულ განადგურდა. დახმარება გვჭირდება მერიისგან“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
მარნეულის მერიაში აცხადებენ, რომ დილიდან მერიის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან, შექმნილია სპეციალური კომისია და ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
„ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები დილიდანვე ადგილზე იმყოფებოდნენ, შევქმენით კომისია და ადგილზე ასევე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოხდება ზარალის დათვლა“, – განაცხადეს მერიაში.

ავტორი: მარიამ ქველაძე











