ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, სტიქიური მოვლენები განვითარდა, რამაც ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ფერიისა და მეჯინისწყლის მდინარეების ადიდება გამოიწვია.
თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის ადიდების შედეგად, რამდენიმე მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა. მეწყრული პროცესები განვითარდა კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.
დაზარალებული ოჯახები გადაყვანილები არიან სასტუმროებში.
ბათუმის მერიის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები.
ბათუმის მუნიციპალური სერვისცენტრების მენეჯერები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მონიტორინგსა და ზარალის აღრიცხვას, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ.
დილიდან დაიწყო ქუჩების, კერძო და მრავალბინიანი ეზოების შლამისა და ტალახისგან გათავისუფლებისა და მორეცხვის სამუშაოები, რომელსაც სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები ახორციელებენ.
დაწყებულია დაზიანებული გზების, ქვაფენილისა და ბორდიურების აღდგენითი სამუშაოები.
„1 ოქტიმბერს მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა საგზაო ინფრაზტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა როგორც გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. მუდმივ რეჟიმში, ფაქტობრივად საღამოდან მიმდინარეობს მუნიციპალური სამსახურების და ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარეობს როგორც ამოტუმბვითი სამუშაოები, ასევე დღეისათვის უკვე მიმდინარეობს ქალაქის მორეცხვისა და სხვა რიგი ღონისძიებები, რომჭებიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის აღდგენას. არის,დაზიანებები როგორც კედლების, ასევე საცხოვრებელი მისამრთების, ოთხი ოჯახი გბყავს უსაფრთხო ადგილას ქირით გაყვანილი ამ ეტაპზე.
დღეის მდგომარეობით 350-მდე შეტყობინება არის შემოსული ქალაქის მასშტაბით. იყო გუშინ შეფერხებები მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის და წყალმომარაგების მიმართულებით. ამ ეტაპზე აღმოფხვრილია და ფრაქტიკულად აღდგენილია. ასევე არ არის შეფერხებები ქალაქის მასშტაბით გაზმომარაგებაზე.
ამ ეტაპისათვის მუნიციპალური სამსახურები ახდენენ ზარალის დათვლას და ჩვენს თანამოქალაქეებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება სარეზერვო ფონდიდან“ – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











