რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდიანრე, კაპიტალური ინფრასტურქტურის სრულფასოვნად აღდგენას დრო 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რაჭაში მასშტაბური სტიქიის შემდეგ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება. რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა ძალიან სწრაფად.
დღეის მონაცემებით, მოსახლეობას მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია, თუმცა კაპიტალური სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საგზაო მიმართულებით დამატებითი თანხების გამოყოფაზე“, – განაცხადა პრემიერმა.











