„სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე დაასახელა.
„აქ იმისთვის ვარ, რომ ქუთაისს წარვუდგინო ღირსეული მერობის კანდიდატი, ანდრო ლოსაბერიძე, ის ყველა აქაურ ადამიანს დაუდგება გვერდით, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევნები 31 ოქტომბერს, ჭაობი თუ განვითარება, მუდმივი გაჭირვება თუ სიკეთე, ეს არის არჩევანი. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხალხი იგრძნობს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, ჩვენ ვიბრძოლებთ რომ გაფართოვდეს ქუთაისის აეროპორტი, ეკონომიკურად გაძლიერდეს ქალაქი, ის სტრატეგია, რომელიც ჩვენს გვაქვს სჭირდება ქალაქს და ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ქუთაისის მერობის კანდიდატები სხვა პარტიებმაც წარადგინეს.
„ევროპული საქართველო” – ამირან ძოწენიძე,
„ნაციონალური მოძრაობა” – გიგა შუშანია,
„ქართული ოცნება” – სოსო ხახალეიშვილი
„თავისუფალი საქართველო” – გაგა გოგრიჭიანი
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ასევე ქუთაისის მომავალ მერსაც აირჩევენ.











