„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პარტიაში რუსთაველის გადაკეტვის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. ამის შესახებ მან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ აქტივისტების აზრს, მაგრამ თუ ეს ეხება კანონის დარღვევას, საუბარია მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნაზე, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, როგორც უკიდურესი ზომა.
ამ ეტაპზე გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს და არ მიაჩნია აუცილებლად“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
“ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების საორგანიზაციო შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციური ლიდერების წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.











