“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, თუ სასამართლო ნიკა მელიას ზედმეტი მექანიზმების გარეშე გაათავისუფლებს ეს სწორი იქნება.
“სასამართლო ხვალ ნიკა მელიას ყოველგვარი გირაოს და ზედმეტი მექანიზმების გარეშე თუ გაათავისუფლებს, სწორი იქნება.
ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის განტვირთვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელია, რომ განიმუხტოს. ამიტომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნა რა თქმა, უნდა ამ ყველაფერს ხელს უშლის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.










