ცოტა დამღლელი, მაგრამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. დიალოგის დროს ყველა კითხვას პუნქტ-პუნქტად გავივლით, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წითელი ხაზების გარეშე ილაპარაკებენ.
„ცოტა დამღლელი, მაგრამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ბუნებრივია, ყველა საკითხზე პასუხი დღეს ვერ გვექნებოდა, თუმცა დიალოგის გაგრძელებაზე შევთანხმდით. ასევე შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვილაპარაკებთ. პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული ამ ჰესის საჭიროებაში, ასევე მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენდეს. ამიტომაც დიალოგის დროს ყველა კითხვას პუნქტ-პუნქტად გავივლით. ან ისინი დარწმუნდებიან ამის საჭიროებაში, ან ჩვენ დავრწმუნდებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ასევე დეპუტატები, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.











