“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე დღეს ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე პროკურატურაშია დაბარებული.
ჟურნალისტი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებებს წყაროს შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის.
“გამოვცხადდებით საქართველოს პროკურატურაში, ადვოკატს დამატებით დროსთან დაკავშირებით ექნება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო. მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, რომ არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიკაციაში”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 15 მარტს ჟურნალისტი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც მისი და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.











