რაც საქმეს წაადგება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, სულაც არ არის საჭირო, რომ ვაშაძე იყოს პირველი ნომერი, ან საერთოდ იყოს სიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „ძალა ერთობაშიას“ მიერ მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები პაატა ბურჭულაძესთან, ამაზე ვაშაძე პასუხობს:
„პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციები არ არის საჭირო, რადგან პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო 2018 წლის საარჩევნო კამპანიის და მასთან ყველა საკითხზე მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. ყველა იქნება ჩართული კამპანიაში და „ძალა ერთობაშიას“ ლიდერების ძალიან დიდი ნაწილი იქნება საერთო სიაში“, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.











