fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სუს-ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერმა – მამუკა ხაზარაძე

12:43 სექტემბერი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.6k
ნახვა

“სუს-ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერმა, უცილებლად მოვითხოვთ გამოძიებას და საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და „ქართულმა ოცნებამ“ არათუ გადმოიბარა ის, არამედ გააფართოვა და გააძლიერა ეს ყველაფერი”,- ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვნახეთ ფაილების უპრეცედენტო რაოდენობა, რომელიც გამოვიდა და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ფაილები უნდა განადგურდეს და ქვეყანაში დამთავრდეს მსგავსი მანიპულაციები, ადამიანების თვალთვალი და რაც ყველაზე მთავარია, შეტევა ერთ- ერთ ჩვენს უმთავრეს ინსტიტუციაზე, რასაც ჰქვია ეკლესია, აღსარების საიდუმლო და ის მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს ინტიმურად აქვს საკუთარ გულში და სულში. ამის შემოქმედნი არიან „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკოსები, ყველა არა რა თქმა უნდა, რომელთაც ქვეყნის მართვის სხვა უნარი არ გააჩნიათ. ამის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი ისევე, როგორც თავის დროზე იდგა მიხეილ სააკაშვილი. ყველას მოეთხოვება პასუხი კანონის შესაბამისად. ახლა არ მოეთხოვება? – ახალი ხელისუფლება მოსთხოვს მათ პასუხს. ასეთი მოვლენა როცა ხდება, მინიმუმ სუს- ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერმა. ეს ჩაწერები არ დაწყებულა დღეს, ის დაიწყო წინა პრემიერის და იმის წინა პრემიერის დროს, „ქართული ოცნება“ არის იმის მემკვიდრე და გამაძლიერებელი, რაც დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამის გამოძიებას, საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამას მივიყვანთ ბოლომდე,”- განაცხადა ხაზარაძემ.

 

თეგები: მამუკა ხაზარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონის მიღება – მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

ნოემბერი 24, 2021
779
პოლიტიკა

მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს – მამუკა ხაზარაძე 

ნოემბერი 11, 2021
884
მთავარი ამბავი

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა

ოქტომბერი 31, 2021
875

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია