სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოს მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას და ამავე არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას დაკითხვის მოთხოვნით მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ გაბუნია და ნიკა გვარამია გიორგი გაბუნია შეკვეთით მკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით გამოიკითხებიან.
ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.
16 ივნისს, კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დავალებებს „ყოველთვის ასრულებენ“. მისივე თქმით, გაბუნიამ მას და მთელს რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.










