“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.
“ჭორვილაში შეაშინე შენი დამონებული მეზობლები შე ნაძირალა. რეჟიმი უნდა დავამთავროთ!!!”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები მანდატებთან ერთად დაფინანსებასაც დაკარგავენ – ირაკლი კობახიძე











