fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

17:50 სექტემბერი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
771
ნახვა

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 4 სექტემბერს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გასულ სიუჟეტს, რომელიც თავისი შინაარსით და ცრუ ინფორმაცით, მნიშვნელოვნად აზიანებს ქართული დიპლომატიის და შესაბამისად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიჯს

სიუჟეტი ტირაჟირებდა უცხოეთში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ მისეიბში თითქოსდა არაკვალიფიციური კადრების დასაქმებას, რითიც მართლაც შეურაცხყოფას აყენებს დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ბევრ პროფესიონალს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს.

სიუჟეტში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას თამარ ლილუაშვილი იკავებს უკვე მეოთხე წელია და ამ პოზიციაზე დანიშნულია 2018 წლიდან.

ელჩის პოზიციაზე მისი დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი გახლდათ თამარ ლილუაშვილის პროფესიული ბიოგრაფია და კვალიფიკაცია.

იგი სხვადახვა მაღალ თანამდებობრივ პოზიციებზე საქმიანობს 1999 წლიდან, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. მათ შორის 2007 – 2008 წლებში გახლდათ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia–ს დირეტორი, მოგვიანებით (2014-2018წწ) საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia–ს აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკის სამინისტროს მრჩეველი და სხვა. მას აქვს უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, კერძოდ მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი აშშ-ს ატლანტის Agnes Scott College, ისევე როგორც დამთავრებული აქვს გრენობლის უმაღლესი ბიზნეს სკოლა. 2001 – 2006 წლებში იგი, ასევე გახლდათ აშშ-ში, ატლანტას შტატში არსებული, საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის დირექტორი და სხვა.

შესაბამისად, შენიშნავდით, რომ მას სხვადასხვა სახის მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი აქვს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

მისი პროფესიული გამოცდილება და კარიერული ბიოგრაფია ცხადყოფს უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობაზე მისი დანიშვნის მოტივაციას და ნეპოტიზმის კუთხით ამ დანიშვნაზე საუბარი, არის თითიდან გამოწოვილი, ხელოვნური ბრალდება.

რაც შეეხება, სიუჟეტში გაჟღერებულ ინფორმაციას დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთში საქართველოს საელჩოებში, თითქოს პოლიტიკური სიმპათიით განხორციელებული დანიშვნების შესახებ.

ბაჩო საგანელიძეს, ისევე როგორც გიორგი ზვიადაძეს, გავლილი აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკონომიკური ატაშეების პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი, ჯერ კიდევ 2016 წელს. საკონსკურსო კომისიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა გარდა მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და აშშ-ს მეწარმეთა პალატის წარმომადგენლები.

მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეკონომიკური დიპლომატია გახლავთ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც სახელმწიფოს გაცხადებული მიზანი არის – გააუმჯობესოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ქვეყანაში მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიცია.

სხვადასხვა დროს, სამინისტროს ჰქონდა მრავალგვარი მიდგომები ამ საკითხის ეფექტიანად გადაჭრისთვის, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, ინიცირებული იქნა ეკონომიკური ატაშეს თანამდებობა და მაშინ კანონის თანახმად, ეკონომიკური ატაშეს პოზიციებზე დანიშვნის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინიტრომ მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოაცხადა კონკურსი. ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 9 ადამიანმა. კონკურსანტები, ვინც წარმატებით გაიარეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაირიცხნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზერვში.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ვიდეო ჩანაწერები ასევე ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის და ასევე მსოფლიოში არსებული დიპლომატიური პრაქტიკის გათვალისწინებით , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ინიცირებით მოხდა – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიცირება, ამოღებულ იქნა „კომერციული ატაშის“ თანამდებობა და მოხდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების დაქვემდებარება საელჩოში უფრო მაღალი დიპლომატიური პოზიციის მქონე თანამშრომლისთვის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ დასახელებული ორივე პირი (ბ.საგანელიძე, გ.ზვიადაძე) სწორედ რომ, მონაწილეობდნენ 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში, მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნა და ჩაირიცხნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზერვში. ამათგან გიორგი ზვიადაძე არ არის დანიშნული უნგრეთში საქართველოს საელჩოში დიპლომატიურ თანამდებობაზე.

რაც შეეხება ბაჩო საგანელიძეს, დიდ ბრიტანეთში ეკონომიკური მიმართულების კურატორად მისი დანიშვნა, განხორციელდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩატარებული მაღალკვალიფიციური კონკურსის შედეგების მიხედვით.

სიუჟეტში, ასევე საუბარი იყო პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ცოტნე ზურაბიანის დანიშვნაზე, სადაც შეგნებულად იყო დაკნინებული მისი კვალიფიკაცია და აქცენტი კეთდებოდა მის პოლიტიკურ წარსულზე. აღსანიშნავია, რომ ცოტნე ზურაბიანი წინა მოწვევის პარლამენტში გახლდათ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი, ხოლო რაც შეეხება მის პოლიტიკურ დაკავშირებას მმართველ გუნდთან, სიუჟეტის ავტორებს და დაინტერესებულ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსოფლიოში არსებული პრაქტიკის თანახმად, დიპლომატიურ სამსახურში მაღალ პოზიციებზე კარიერული დიპლომატების პარალელურად პოლიტიკური დანიშვნები წარმოადგენს დამკვიდრებულ და მისაღებ ფორმას, რომელსაც მიმართავს ყველა სახელმწიფო. ამ პრაქტიკას, ზედმეტად აქტიურადაც კი იყენებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, როდესაც საქართველოს დიპლომატიური მისიების დიდ ნაწილს (24 საელჩო) სწორედ, რომ პოლიტიკურად დანიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც წარსულში არათუ დიპლომატიური, ხშირად საჯარო სამსახურში საქმიანობის გამოცდილებაც კი არ ჰქონიათ. ეს ინფორმაცია ასევე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის ტელეკომპანია „პირველისთვის“.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში სწორედ რომ წახალისებული და ხელშეწყობილია კარიერული დიპლომატია და პროფესიული კვალიფიკაცია, (აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს ცენტრალური აპარატიდან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში როტაციით წარგზავნილ იქნა 114, სწორედ რომ კარიერული დიპლომატი)”,- აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: საგარეო საქმეთა სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 15, 2021
797
პოლიტიკა

ცინიკური და სრულიად მიუღებელია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი – საგარეო უწყება

აგვისტო 6, 2021
909
მთავარი ამბავი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ივნისი 30, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია