არჩილ თალაკვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმაურება.
“არჩილის თავმჯდომარეობას უკავშირდება საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის სწორად მართვა. ურთულესი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, მნიშვნელოვანი გაძლიერება, რადგან არაერთ საკვანძო საკითხში ჩვენ, კომიტეტებს, მისი მხარდაჭერა უპირობოდ გვქონდა… ასევე, წარმატებები ჩემს მეგობარ კახა კუჭავას. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად წარუძღვება საპარლამენტო საქმიანობას”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.











