„გვსურს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოსთან კარგი ურთიერთობები გვქონდეს“,- ამის შესახებ რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
„გვსურს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოსთან კარგი ურთიერთობები გვქონდეს. ჩვენ მივესალმებით მათთან კარგ დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქნება ოკუპირებული და ეს ქვეყანა დარჩება აყვავებული, თავისუფალი და ისლამური წესით მართული“, – აღნიშნა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.











