მოძრაობა „თალიბანმა“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები დაგმო. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.
„თალიბანის“ წარმომადგენელი სუჰეილ შაჰინის განცხადებით, მაშინ ისინი მზად იყვნენ აშშ-სთან თანამშრომლობისთვის და გამოძიებაში დახმარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, „ალ-„აიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების
4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი – ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.











