23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, რომელიც რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანთან მიმდებარე ტყეში აღმოაჩინეს, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცხედარი უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მისივე თქმით, ცხედარს ცუდი ფერი აქვს და სავარაუდოა, რომ 23 წლის გოგონა რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.
LIVE: უმძიმესი ვითარება 23 წლის გოგოს გარდაცვალების ადგილზე – მშობლების გარეშე ავტომობილი არ გახსნეს
ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში ნახეს.
23 წლის გოგოს შესახებ განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის დირექტორმა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.
ამავე თემაზე: უმძიმესი კადრები თეთრიწყაროდან – შემთხვევის ადგილზე მშობლები ჩავიდნენ











