„აცრის პროცესი ძალიან აქტიურად მიდის, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდება შედარებით ჩამორჩება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით აცრილი პირებისთვის გარკვეულ ბენეფიტებზე საუბარი არაა.
„ის, რომ აცრილ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მეტი თავისუფლება აუცრელთან შედარებით, ეს საკითხი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და შესაძლებელია ჩვენთანაც ამ მოდელებზე ვიფიქროთ, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში აცრილთა გარკვეული რაოდენობა უნდა შეგროვდეს, რომ ვისაუბროთ მსგავს ბენეფიტებზე აცრილი პირებისთვის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











