ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა რა ობიექტები განაგრძობენ მუშაობას 4-დან 11 მაისამდე. ამის შეასხებ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვაზუსტებთ იმ სეგმენტებს, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას. ეს არის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორებში გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გადმოცემული სტრატეგიული ობიექტების სია. იგივე სია მოქმედებდა რამდენიმე თვის უკან გამოცხადებული უქმე დღეების პერიოდში. არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომელიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას. დანარჩენებს შეეხება უქმე დღეები, როგორც ეს აქამდე იყო. დეტალები ეტაპობრივად დაზუსტდება და შეიძლება ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი განმარტებები გაკეთდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.











