ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, სად შეუძლიათ კოვიდგადატანილ პაციენტებს გამოკვლევების ჩატარება.
როგორც თამარ გაბუნია ამბობს, გამოკვლევების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიც დაფინანსდება.
„ჯანდაცვის სამინიტროს ნოემბრიდან აქვს პოსტკოვიდური გამოკვლევების პროტოკოლი, სადაც მითითებულია ვის და რა ტიპის გამოკვლევა შეიძლება შევთავაზოთ. პირველადი ჯანდაცვის ექიმების ამისთვის მომზადბულები არია. პაციენტების ნაწილს გამოკველვა შეუძლიათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში და ეს ფინანსურად მნიშვნელოვნად არის მოცული.
ამასთან, აბასთუმნის ცენტრში კოვიდგადატანილს შეუძლია ჩაიტაროს სარეაბილიტაციო კურსი სახელმწიფო დაფინანსებით. ეს კვლევა ჩატარდება ინფექციურ საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მოსახლეობაზე არის საუბარი, თუმცა შედეგების მიხედვით ეს შეიძლება გავრცობილ იყოს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.











