ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თმით, რემდესივირით მკურნალობა 29 პაციენტზე იყო მოთხოვნილი. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რემდესივირით მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო. 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გუშინდელი მონაცემებით. ფრთხილად ეკიდებიან პრეპარატის მოხმარებას. არის გარკვეული კრიტერიუმები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს და მის გამოყენებასაც პაციენტის თანხმობა სჭირდება. რაც დავიწყეთ მისი გამოყენება, პაციენტების მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს რამდენად მხოლოდ რემდესივირზეა დამოკიდებული, ამის თქმა რთულია, თუმცა უდნა დაველოდოთ და ვნახავთ კიდევ შედეგს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.











