ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნას განამრტებით, „სინოფარმით“ აცრის დროს გუშინდელიდან მოყოლებული სერიოზული გვერდითი მოვლენა არ ყოფილა. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა .
„მცირე ტემპერატურული რეაქციები და ზოგადი სისუსტე არის ჩვეულებრივი გვერდითი რეაქცია, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერ ვაქცინაზე დაფიქსირდეს, თუმცა ესეც, „სინოფარმის“ შემთხვევაში შედარებით ნაკლებია. გუშინ ასეთი გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, „სინოფარმით“ აცრა საქართველოში 4 მაისიდან დაიწყო. დღეს ვაქცინით შსს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც აიცრა.
4 მაისს სინოფარმით 793 ადამიანი აიცრა.
ზურაბ გურული: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს











