ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიული ვაქცინების დანერგვის დაჩქარებაზე. უკვე რამდენიმე დღეა „სინოფარმის“ ვაქცინაზე მიმდინარეობს საუბარი და ინტენსიურად გაგრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტორიზაციის მიღებისთანავე ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, ვინც რაიმე მიზეზის გამო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ამ ეტაპზე ვერ გამოიყენებს, – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ფაიზერთან“ მიმდინარეობს საუბარი, იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირი მოლაპარაკების გზით ქვეყანას დამატებითი დოზები მოეწოდოს.
„ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიული ვაქცინების დანერგვის დაჩქარებაზე. უკვე რამდენიმე დღეა „სინოფარმის“ ვაქცინაზე მიმდინარეობს საუბარი და ინტენსიურად გაგრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტორიზაციის მიღებისთანავე ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, ვინც რაიმე მიზეზის გამო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ამ ეტაპზე ვერ გამოიყენებს. მიმდინარეობს ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით, რასაც ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს, დოზები ლიმიტირებულია, თუმცა „ფაიზერთან“ მიმდინარეობს საუბარი, იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირი მოლაპარაკების გზით ქვეყანას დამატებითი დოზები მოეწოდოს“, – განაცხადა გაბუნიამ.











