“ახალი შტამი ძველისგან სიმძიმით და მკურნალობის მეთოდით არ განსხვავდება, მაგრამ ის უფრო მეტად გადამდებია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ის ვაქცინა, რომელიც ბრიტანეთმა შეიძინა და დაიწყო ვაქცინაცია, ასევე ის ვაქცინები, რომლებიც გადაუდებელი ავტორიზაციის რეჟიმში რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ისევე იმოქმედებს ამ შტამის წინააღმდეგაც, როგორც იმოქმედებდა პირვანდელ სახეობაზე. ამდენად, ვაქცინაციის ფორმატში ახალ შტამთან მიმართებაში არაფერი იცვლება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.











