„მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას, მანამდე ყველა მოსაზრება არის კვლავაც მოსაზრების დონეზე. საბოლოო სურათი დასკვნის შემდეგ გამოიკვეთება,
რეგულირება აკეთებს დოკუმენტური ფაქტების მიმოხილვას, მაგრამ დოკუმენტური ფაქტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოო ფაქტები ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











