თამარ ჟვანია დღეს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს.
კომისიის წევრებს თამარ ჟვანიასთან კითხვები, ძირითადად, არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დროსთან და კომისიის წევრთა კომპეტენციასთან დაკავშირებით ექნებათ.
საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებსაც მოუსმენენ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა, მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.











