„თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო, იმისათვის, რომ ითმენს შეურაცხყოფებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა, თამარ ჟვანიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
„მას ეკუთვნის ჯილდო, იმისათვის, რომ ითმენს შეურაცხყოფებს. განსაკუთრებით, რაც პირველ ღამეს მოითმინა. თქვენ ნახეთ, უკულტურო ქცევა, რომელითაც გამოირჩეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქრთველოს“ ცესკოს წევრები. ეს იყო აბსოლუტურად მდარე ტიპის ქცევა. რითაც ისინი თამარ ჟვანიას მიმართ გამოირჩეოდნენ. ამისთვის ის იმსახურებს თანადგომას, არა ჩვენი მხრიდან,არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











