პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, თამარ ჟვანიას მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოსალოდნელი იყო.
ხვიჩიამ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჟვანიას დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა, რის გამოც მისი თანამდებობაზე დარჩენა ქართულ ოცნებას „არ აწყობდა“.
„მგონი საზოგადოებისთვის გასაგებია, რომ წინა არჩევნებზე თამარ ჟვანიამ მიიღო ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი და ნებისმიერი არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარებულიყო თამარ ჟვანიას ხელში, კარგადაც რომ ჩატარებულიყო, ეს ყოველთვის იქნებოდა ლაპარაკის საგანი, რომ “აი ნახეთ, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა შეცდომები” და ასე შემდეგ. ამიტომ, ძალიან მოსალოდნელი იყო, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი გადაედგა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქართულ ოცნებას არ აწყობდა თამარ ჟვანიას იქ ყოფნა, როგორც ცუდად ჩატარებული არჩევნების სიმბოლოსი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










