„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. შესაბამისად, თამარ ჟვანია არ გადამდგარა”,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ყველა დანარჩენი ინსინუაცია და ინტერპრეტაცია არის ტყუილი. კიდევ ერთხელ ცალსახად ვადასტურებ, რომ თამარ ჟვანია იმყოფება სამუშაოზე, ის ახორციელებს თავის უფლებამოსილებას”, – განაცხადა შარაბიძემ.











