„ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
თეა წულუკიანის თქმით, ხარვეზები იყო, თუმცა „არც ერთი ამ ხარვეზით „ქართულ ოცნებას“ არ უსარგებლია“.
„საუბნო დონეზე ხარვეზები იყო და ხაბეიშვილს არ შერცხვა და სოზარ სუბარის 200 ხმა ჯიბეში ჩაიდო, მაგრამ ყველა ხარვეზი, რაც იყო, აღმოიფხვრა და ხარვეზმა აჩვენა, რომ არც ერთი ამ ხარვეზით „ქართულ ოცნებას“ არ უსარგებლია. თამარ ჟვანია მაინც კრიმინალად იყო გამოცხადებული და მას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.










