თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, ისინი უკმაყოფილებას მისი საქმიანობის გამო გამოთქვამდნენ.
„გუშინ იყო ჩემი დაკითხვა. ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დღეს პროცესზე ჩემი ცოლი, ოჯახის ადვოკატი და ასევე ჩვენი ოჯახის წევრი, რძალი დაიკითხება. სამივე იმ ღამეს ადგილზე იმყოფებოდა და რაც დაინახეს ამას აღწერენ, დეტალურად უპასუხებენ ყველა შეკითხვას. ეს თავდასხმა თავიდან ბოლომდე პროფესიული ნიშნით იყო იმის გამო, რომ მე ვარ ჟურნალისტი, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია. იმ სიტყვებიდან გამომდინარე რასაც ისინი ამბობდნენ, როდესაც საუბარი იყო ტელევიზიებზე, ჟურნალისტებზე, ჩემზე კონკრეტულად, ისინი უკმაყოფილებას ჩემი საქმიანობის გამო გამოთქვამდნენ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ თავდასხმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო”, – განაცხადა სანაიამ.
ცნობისთვის, 25 თებერვალს ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ.
თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაური დააკავა.











