ტელეკომპანია „ილიონმა“ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.
„შეკითხვაზე: დღეს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულ რესპონდენტთა ხმები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე, 37%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
შემდეგ მოდიან: „ნაციონალური მოძრაობა“ – 22%, „ევროპული საქართველო“ – 5% , „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა) – 3.6%, „ტრიბუნა-ქდმ“ -3.6%, „გირჩი“ – 3.2% , „სტრატეგია აღმაშენებელი“ -3% , „ლეიბორისტული პარტია“ – 3%, „ლელო“ – 2.8%. „მოქალაქეები“ – 2.5% , „პატრიოტთა ალიანსი“ – 2.5% , „ერთიანი საქართველო“ – 2.3% , სხვა პარტიები – 9.5%. გამოკითხულია 3.720 ადამიანი. სავარაუდო აქტივობა – 2.300.000
ტელეკომპანია „ილიონის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის ცდომილების ალბათობა, მხოლოდ 2%-ა და მკვეთრად განსხვავდება სახელისუფლებო, თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ასოცირებული ტელევიზიების: „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „მთავარი არხის“ მიერ ჩატარებული ანალოგიური სახის გამოკითხვებისგან, რომელთა ცდომილების მაჩვენებელი 20%-მდე მერყეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











