დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა. იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა.
როგორც ვაქცინაციის შემდეგ პაატა იმნაძე ამბობს, იგი თავს კარგად გრძნობს.
„დღეს იწყება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ უნდა კარგად გავითავისოთ, რომ ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, მე მინდა ყველა ჩემს კოლეგას, ნებისმიერ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აუცილებელია ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა, არაფერი ამაში არ არის საშიში. თავს ვგრძნობ გადასარევად“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია:
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/+











