აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა რევოლუციის შესახებ საუბარი უნდა დაასრულონ, რადგან აღნიშნულს ზიანის გარდა, სხვა არაფერი მაქვს.
„არ შეიძლება გამოაცხადო რევოლუცია. აცხადებენ არშემდგარ რევოლუციას, თავისი შვილები გაუშვან რევოლუციებში და იმათ მოხვდეთ პირველი ტყვია. ჩვენ არ გვინდა , მაგრამ 91 წელს ხომ მოხდა ასეთი რაღაც, რაც სამწუხაროა. ჩვენ არ გვჭირდება რევოლუცია, ჩვენ გვჭირდება ევოლუციური განვითარება“, – განაცხადა ჩავლეიშვილმა.











