თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მდ. არაგვის ხიდზე ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 2 კვირით შეიზღუდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ.არაგვის ხიდზე (მარცხნივ) მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები.
რის გამოც 2 კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.











