fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვაზისუბანში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ

12:07 სექტემბერი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
759
ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახაბერ ლაბუჩიძე ვაზისუბანში, კვაჭანტირაძის #30-ში და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე კახა კალაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა თბილისელებს და მათ კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ. ამ რთულ ვითარებაში ყველამ დავაფასეთ, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. მთავარია ჯანმრთელად იყოთ თქვენს ოჯახებთან ერთად, სხვა ყველაფერი იქნება. ერთი რამ იცოდეთ, რომ არაფერში დაგაღალატებთ, ამ მხარდაჭერას დავაბრუნებთ, შრომა არ გვეზარება. ოთხი წლის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და შედეგიც სახეზეა, ეტყობა ცვლილებები ქალაქს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ყველაფერს მივხედავთ, მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. მე მინდა მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ლაბუჩიძეს, ეს ჩემი პირადი მხარდაჭერაცაა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევუდგეთ საქმიანობას. ხედავთ, რომ ჩვენ გარდა თბილისზე და აქ არსებულ პრობლემებზე არავინ საუბრობს, შესაბამისად, მე მჯერა, რომ თბილისელები ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახაბერ ლაბუჩიძემ მოსახლეობასთან ვაზისუბანში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისნის რაიონში ოთხი წელი გამგებელი ვიყავი. თქვენთან ერთად ბევრი პროექტის განხორციელებას ვცდილობდი. ეს სკვერიც, სადაც ახლა ვიმყოფებით, ამის მაგალითია. ის თქვენი სურვილისამებრ მოვაწყვეთ. ხედავდით ადრე როგორ შენდებოდა კორპუსები, არ ითვალისწინებდნენ ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცეების საჭიროებას. თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი ასეთი პროექტი გამოგვივიდა. განსაკუთრებით ამაყი ვარ ვაზისუბანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთხით განხორციელებული პროექტებით. მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და ოთხი წლის შემდეგ ვიტყვი, რომ მე და ჩემი გუნდი პირნათელი ვართ თქვენს წინაშე. მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც თქვენგან ყოველდღიურად ვგრძნობ“, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა კვაჭანტირაძის #30-ში გაიმართა, სადაც 290 კვ. მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე, ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით მოეწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით, განთავსდა საბაღე სკამები და ურნები. ასევე, 160 კვ. მ. ფართობზე მინი სტადიონი მოეწყო, სადაც დამონტაჟებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები.

რაც შეეხება ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას, აქ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდა. „ჯივიპიმ“ 600 მმ. მილი შეცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, გზის გამყოფი კუნძულები, სადაც დაირგო 60 ძირი ცაცხვის ხე, დამონტაჟდა მიწისზედა ჰიდრანტი. 7 000 კვ. მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
771
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია