თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია.
პირველ ხაზზე მეტრო მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.
„საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ხორციელდება მარტო მეტროსადგურ დელისიდან სადგურის მოედნის მიმართულებით. ტექნიკური ხარვეზის გამო, ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის სადგურები ვერ ემსახურება მგზავრებს. ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და მუშაობს, ამიტომ ზუსტ დროს ვერ ვასახელებთ, როდის აღდგება მოძრაობა. პირველი ხაზი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს“,- განაცხადეს კომპანიაში.











