თბილისში, მეტროს მეორე, საბურთალოს ხაზის, ორი სადგური, სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვაჟა-ფშაველა, დროებით, მგზავრებს ვერ ემსახურება.
როგორც „პრაიმტაიმს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ძაბვის ვარდნის გამო სადგურებზე: სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
„საბურთალოს ხაზის ორი სადგური, სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვაჟა-ფშაველა, ვერ ემსახურება მგზავრებს. მოძრაობა ხორციელდება ნაწილობრივ, სადგურის მოედნიდან დელისამდე და პირიქით. ძაბვის ვარდნა იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის სადგურში. ამ წუთას ადგილზე მუშაობენ ელექტრო-მექანიკოსები. მოძრაობა მალე აღდგება.“ – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.











