თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. მგზავრები მოძრაობის დაწყებას თითქმის 15 წუთია ელოდებიან.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მატარებელს ტექნიკური ხარვეზი აქვს.
„საბურთალოს ხაზზე მოხდა შეფერხება. მატარებელს აქვს ტექნიკური ხარვეზი, რამაც მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. მოძრაობა 10-15 წუთში აღდგება“,- განაცხადეს თბილისის სატრასპორტო კომპანიაში.











