თბილისის სატრანსპორტო კომპანია ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო განცხადებას ავრცელებს.
„14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.
14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ. შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა.
ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.











