თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 12:00 საათზე ნიკა მელიას პროცესი გრძელდება.
არსებით სხდომაზე შესავალი სიტყვით წარსდგება დაცვის მხარე. დაიწყება მტკიცებულებების მოკვლევაც. თავად ბრალდებული პროცესს არ დაესწრება.
„იქ სამართალს არაფერი ესაქმება. გამორიცხულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მივიღო, რომელიც უნდა გავრცელდეს დამნაშავეებზე,”- აცხადებს ნიკა მელია.










