თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები მოირეცხება. სამუშაოები ხუთშაბათს დაიწყება და რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ, ტექნიკით სრულად არ არის ჩვენი სამსახურები აღჭურვილი. ამჟამად, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკას დავიხმართ, ხოლო მომავლისთვის დასუფთავების ტექნიკის შესაძენად ტენდერია გამოცხადებული და ყველაფერს შევიძენთ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა, გაზაფხულზე მტვერი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და ეს კარგი ინიციატივაა. მისივე თქმით, ქეჩების მორეცხვას სისტემური ხასიათი ექნება და ერთჯერადი არ იქნება.
დასუფთავების სამუშაოები გამთენიას ჩატარდება, შესაძლოა კომენდანტის დროსაც, რომ მოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ.