„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში 1200-1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, იმიტომ, რომ მეტის საჭროება არ არის“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განცხადა.
როგორც იგი ამბობს, საჭიროა, რომ მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი ერთმანეთან კარგად იყვნენ დაკავშირებულები.
„მიკროავტობუსებთან დაკავშირებით კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს, მძიმე სურათია. ყვითელი მიკროავტობუსი კრიტიკას ვერ უძლებს და რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად ხდება მიკროავტობუსების განახლება. დღეის მდგომარეობით, 200 ერთეული მიკროავტობუსი არის შემოყვანილი, თქვენ იცით, რომ პირველ ეტაპზე 300 ერთეული მოემსახურება თბილისს და ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება.
ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში 1200-1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, იმიტომ, რომ მეტის საჭროება არ არის. ესეც იქნება დამაკავშირებელი ავტობუსებთან“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში ავტობუსებისა და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა.











