თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა.
“ეკოლოგიურ მდგომარეობას მინდა შევეხო, რომელიც არ არის სახარბიელო. ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა. მნიშვნელოვანი იყო სამშენებლო სექტორისთვის დაწესებული რეგულაციები – შეიძლება ცოტა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი,” – განცხადა კახა კალაძემ.











