ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე „კავეას“ ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს.
ლისის ახალი იპოდრომის კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც.
მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას საღამოს 8 საათის შემდეგ, 1 ან 2 ჩვენება იქნება და კავეა drive in კინოთეატრები ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება.
ბილეთის ღირებულება ჯერ უცნობია.










