ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის მკვეთრი ზრდა არ გვაქვს, „რაც ძალიან კარგია“.
მისივე თქმით, დედაქალაქში ვირუსის 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა და 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა.










